ღირსეული ადამიანების დაჯილდოება

 

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი სერგო პაჭკორია, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ზუხბაია (სიკვდილის შემდეგ) და ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი (სიკვდილის შემდეგ).

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ღირსების  ორდენები გადასცეს სერგო პაჭკორიას და ოთარ ზუხბაიასა და მერი გეგეჭკორის ოჯახის წევრებს.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დაჯილდოებულთა კოლეგები, მეგობრები, მათი ოჯახების წევრები, რომლებმაც თითოეული მათგანის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს.

 

ჯილდოს გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობდნენ აფხაზეთის  მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები.

 

საქართველოს სახალხო არტისტს, საქართველოსა და  აფხაზეთის დამსახურებული არტისტ სერგო პაჭკორიას ნახევარ საუკუნეზე მეტი აკავშირებს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან. მის მიერ შესრულებულ თითქმის 150 როლში ასახულია მსახიობის მთელი თანამედროვე ეპოქა თავისი ჭირ-ვარამითა და ქარტეხილებით.

 

ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ოთარ ზუხბაიას გმირობის დახასიათებისათვის მის მიერ ლიხნის ცნობილ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვებიც საკმარისია: „მე საქართველოს  მხარეზე  ვარ, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი" ამ სიტყვებით, მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი პოლიტიკური კარიერა, თუმცა, დარჩა ყველაზე მთავარი პრინციპის, ერთიანი საქართველოს ერთგული.

 

ღვაწლმოსილი პედაგოგი მერი გეგეჭკორი წლების მანძილზე მუშაობდა გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. მოგვიანებით აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა  აფხაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებთან, დიდი ნდობით სარგებლობდა აფხაზ მოსახლეობაში.














































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions