15 აგვისტოს აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მისი მოწვევით სხდომას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებოდა.
სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიში, გაეცნენ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და იმსჯელეს რეაგირების მექანიზმებზე.