უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში გამოცხადებული რეორგანიზაციისა და ოპტომიზაციის მიმდინარეობის შესახებ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით წარსდგნენ მინისტრი ეკა ხოფერია და მინისტრის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
სხდომის მუშაობაში კომიტეტებთან ერთად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა ხელამძღვანელები და აპარატის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში, კერძოდ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები და შენიშვნები გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ დავით გვაძაბიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა, მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ და თეიმურაზ მჟავიამ.
უმაღლესი საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია უკვე არსებული კადრების შენარჩუნება და დევნილ მოსახლეობასთან აქტიური მუშაობა, ფინანსური სახსრების მიზნობრიობის სწორი განსაზღვრა. ქვეყანაში COVID-19-ს პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია თითოელი ადამიანის ეკონიმიური უსაფრთხოების დაცვა, რაც ხელს შეუწყოს გამოცდილი და პროფესიონალი კადრების შენარჩუნებას და ამასთან, დათხოვნილი თანამშრომლების შეძლებისდაგვარად დასაქმებას სხვადასხვა პროექტში.
თავის მხრივ, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ყველა იმ პროექტის განხორციელებისა და მასზე დაქვემდებარებული სამინისტროს მართვის სიახლეებზე. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, დამატებითი სახსრების მოზიდვისა და აფხაზეთის დევნილი სტრუქტურების ეფექტიანობის და იმიჯის ამაღლებაზე.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა კვლავ გამოთქვეს მზადყოფნა მთავრობის შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშაონ რეფორმის სრულყოფილად და ეფექტიანად განსახორციელებლად, ამ პროცესში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.