იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

5 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო წესით ინიციირება.

ვახტანგ ყოლბაიამ კომიტეტის წევრებს მუხლობრივად გააცნო რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები. მან
აღნიშნა, რომ რეგლამენტის პროექტის შემუშავება მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, რაც მთლიანად უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე დადებითად აისახება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იმ საქმიანობას, რაც მოქმედი რეგლამენტის თანახმად შედის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციებში, განახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.


საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოში ინიციირების საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, მურმან კვარაცხელია, როსტომ შამუგია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.


























































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions