იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

2 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.


კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის ინიცირება.

სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 15 დეკემბერს შევიდა ცვლილება. საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება. მიზანშეწონილია აღნიშნული ცვლილება აისახოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონშიც. კანონპროექტის მიზანია აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში აისახოს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების გამოყენების შესაძლებლობას. წარმოდგენილი კანონპროექტი ამ ორ სიახლეს ითვალისწინებს.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო წესით ინიციირებას.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები რაისა ქარაია, ბორის კაკუბავა, მურმან კვარაცხელია, ნაპოლეონ მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.





































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions