იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდა

29 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და სარგებლობის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2022 წლის 19 იანვარს დადებული „შეთანხმების“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.“

ვახტანგ ყოლბაიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით სხვა კომიტეტებისა და ფრაქციების მიერ რაიმე სახის შენიშვნები ან წინადადებები არ გამოთქმულა.

საკითხის განხილვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად  მომზადებულად ცნობას.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები  რაისა ქარაია, მურმან კვარაცხელია, ანზორ წოწონავა, თეიმურაზ მჟავია, ბორის კაკუბავა, ნაპო მესხია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

















































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions