სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, რომელიც ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციით წარსდგა და გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები.
ავტონომიური რესპუბლიკის უმთავრესი კანონპროექტის ირგვლივ გამართულ განხილვაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს სპიკერატი, დეპუტატები, რომელთაც ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შენიშვნები გამოთქვეს.
2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ივანე დოლიძე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსები;
დისკუსიისას მიეთითა ფინანსთა სამინისტროს, რათა ბიუჯეტის კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში შემდგომ განხილვამდე, მას დაერთოს ახსნა-განმარტებითი დოკუმენტაცია, სადაც იქნება დაკონკრეტებული ინფორმაცია ბიუჯეტის ყველა პუნქტთან დაკავშირებით. ეს კი საშუალებას მისცემს ყველა დეპუტატს რეალისტური და ობიექტური მიდგომა გააჩნდეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ყველა ნიუანსთან დაკავშირებით.