უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

 

უმარლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: კომიტეტის სხდომებზე დასწრების საკითხი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2020 წლის სამუშაო გეგმის შესრულების შესახებ; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2021 წლის სამუშაო გეგმის გაცნობა; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წლის ოქტომბერში კომიტეტის მიერ შესრულებული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომებზე დასწრების საკითხი განსახილველად გადაეცეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე დავით გვაძაბია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრი თემურ მჟავია.

სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.






















































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions