უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

 

სხდომას უძღვებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე დავით გვაძაბია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ კაჭარავა, თემურ ლორთქიფანიძე, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა, ასევე აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი განსახილველად გადაეცეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.



სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.








































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions