უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომებზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობა განიხილეს

30 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიში 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ თავის მოხსენებაში, საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ასევე საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობას. მნიშვნელოვანი მუშაობა ჩატარდა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე ოპერატიული კონტროლის თვალსაზრისით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის განმავლობაში ჩაატარა 15 კომიტეტის სხდომა, შემოვიდა 57 წერილი. კორესპონდენციის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ მოხდა მათზე შესაბამისი რეაგირება.

კომიტეტის მიერ მოსმენილი იქნა ანგარიშვალდებული დაწესებულებების სხვადასხვა სახის ანგარიშები და კანონპროექტები, რომლის დეტალური განხილვისას, გამოთქმულ იქნა შესაბამისი შენიშვნები, წინადადებები კანონპროექტის დახვეწის, ეფექტიანობისა და სრულყოფის მიზნით.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.







































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions