უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

11 დეკემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

 

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შეასხებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ“.

აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, რომელმაც აგრეთვე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებს წარმოდგენილი კანონის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომებზე განხილვას.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.










































































































 

 






































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions