აფხაზეთში მიმდინარე პროცესებსა და საპროტესტო ტალღაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც გამახარიამ აღნიშნა, რუსეთის ინტერესია, მთელი შავი ზღვისპირეთი ხელი ჩაიგდოს.
„რუსეთის ინტერესია, რომ ხელში ჩაიგდოს მთელი შავიზღვისპირეთი. სულ რამდენიმე წელიწადში, მთელ შავიზღვისპირეთს აფხაზეთს ხელიდან გამოაცლიან და სწორედ ესაა რუსეთის გეგმა. ასევე ერთ-ერთი თემაა ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაცია. რუსეთი მთელ ენერგოსისტემას უმიზნებს, რაც აფხაზეთშია. საბოლოო მიზანი კი ენგურჰესის ხელში ჩაგდებაა“ – აღნიშნა ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“.
მისი განცხადებით, რუსეთს აფხაზეთი მიმწყვდეული ყავს.
„ის, რომ ელექტრო ხაზების რეაბილიტაცია მოხდეს, რომელიც საკმაოდ მოძველებულია რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ამას 20 მილიარდი რუბლი სჭირდება. აფხაზეთს ეს არ შეუძლია. ამიტომ, რუსეთი ამბობს, ამ თანხას მე დავხარჯავ თუმცა, შემდეგ ეს ჩე,ი საკუთრება უნდა იყოს-ო. ამ საკითხზე კანონპროექტიც კი არის მომზადებული, რომელიც უშვებს აფხაზეთში ენერგო ობიექტების პრივატიზაციას. აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიცია ამ საკითხის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვას“ – აღნიშნა გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.
https://mcm.ge/189904/