საკომისიო სხდომა საქართველოს პარლამენტში

 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში, აფხაზეთში რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ განხორციელებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მძიმე შემთხვევების აუდიოჩანაწერების მორიგი მოსმენა მოაწყო.

 

საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცახდა, რომ აღნიშნულ ფასქტებს საპარლამენტო კომისია საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით იძიებს. ამასთან ერთად, საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით უნდა მოხდეს აფხაზეთში ჩადენილი ეთნოწმენდის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა, რასაც მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოებრიობის ადეკვატური რეაგირება.

 

შოთა მალაშხიამ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ამ საქმეში აქტიური თანამშრომლობისთვის.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ აღნიშნა, რომ ”კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული, თუმცა აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ეთნოსზე, არამედ თავად ფაქტებზე, გახლეჩილმა საზოგადოებამ ერთმანეთს სიმართლე უნდა უთხრას”. ელგუჯა გვაზავას განმარტებით, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.


 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions