მიმდინარე წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში გათამაშდა მორიგი ფარსი -გაიმართა უკანონო წარმომადგენლობითი ორგანოს უკანონო არჩევნები. იმედს გამოვთქვამთ, რომ მას ადექვატურად შეაფასებს არა მხოლოდ თბილისი, არამედ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მთელი ცივილიზებული სამყარო. ეს ბუნებრივიცაა. საერთაშორისო სამართალი კანონიერად ვერ აღიარებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და ეთნოწმენდა-გენოციდის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთიდან იძულებით განიდევნა მისი მკვიდრი მოსახლეობის სამი მეოთხედი. გარდა ამისა, თვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, მაგრამ ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებად’’ გამოცხადებული ათეულ ათასობით ეთნიკური ქართველი მოკლებულია ავტონომიური რესპულიკის საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული ,,არჩევნების“ კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში სრულფასოვან მონაწილეობას ვერ ღებულობენ რეგიონში მცხოვრები სხვა მსხვილი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ,,სრულუფლებიანი მოქალაქეები“ არიან და მათი საერთო რიცხოვნობა სულ ცოტა ორჯერ მაინც აღემატება მცირერიცხოვან აფხაზთა რაოდენობას, 12 მარტს ,,არჩეულ“ ე.წ. სახალხო საბჭოში წარმოდგენილი იქნება მინიმუმ 31 აფხაზი, სავარაუდოდ, მხოლოდ სამი სომეხი და, შესაძლოა, ერთი ქართველი. ასეთი ვითარება განპირობებულია ოკუპანტის შორსმიმავალი გეგმებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ეთნიკური ნიშნით ანტაგონიზმის გაღვივებას, ანტიაფხაზური განწყობის შექმნას და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მის წარმართვას.
სამწუხაროდ, უკანონო არჩევნების სერია აფხაზეთში 1996 წლის 23 ნოემბრიდან დღემდე გრძელდება. ყოველი ახალი „არჩევნები“ წარმოადგენს ეთნოწმენდა-გენოციდის დაკანონების მცდელობას, და ეს ხდება ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ წლების განმავლობაში მისი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების აბუჩად აგდებით. საოკუპაციო რეჟიმი თავხედურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების იგნორირებას, რომლებშიც დაგმობილია მსგავსი „არჩევნები“ და არალეგიტიმურად არის გამოცხადებული. როგორც ჩანს, დადგა სიტყვიერი განცხადებებიდან საქმეზე გადასვლის, აფხაზეთში არსებული ვითარების ობიექტური შეფასებისა და სათანადო ზომების მიღების დრო.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1281-ე სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტზე, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმსა და აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე.
საქართველოს დელეგაციის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები და ამ რეგიონების გარესამყაროსგან სრული იზოლირება ხდება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საკითხის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს 12 წევრი ქვეყნის დელეგაციებმა. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოვლენათა განვითარების გამო, დაგმეს 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
http://www.mfa.gov.ge/News/ruminetis-sagareo-saqmeta-saministro-gmobs-okupire.aspx?CatID=5
საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით საქართველოს რეგიონების მილიტარიზაციით რუსეთი საერთაშორისო დღის წესრიგს არღვევს
http://www.mfa.gov.ge/News/saqartvelosa-da-ungretis-sagareo-saqmeta-ministreb.aspx
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო/MFA of Georgia
ფინეთის რესპუბლიკა აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება: „ ფინეთი არ აღიარებს აფხაზეთში 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
https://twitter.com/PaiviPeltokoski/status/842018355334778880
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (16 მარტი)
https://ge.usembassy.gov/ka/statement-abkhazia-south-ossetia-ka/
პოლონეთისა და ესტონეთის საგარეო უწყებებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერიპოზიციები დააფიქსირეს
13 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც მკაცრად გმობს აფხაზეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას,აფხაზეთის ტერიტორიაზე “საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას, ასევე, წინასწარ განცხადებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალისრეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
„სეპარატისტული სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და თბილისის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორისსადემარკაციო ხაზზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვა (ნაბაკევი-ხურჩა და ორსანტია-ოტობაია);
2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზეე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარება და ასევე, 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ
„რეფერენდუმის“ გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პროვოკაციული და არაკანონიერი ქმედებებია, რომლებიც ხორციელდება აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის არაღიარებული, სეპარატისტული მთავრობების მიერ, თბილისში ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისსაწინააღმდეგოდ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც 8 წელზე მეტია ოკუპირებულია“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის უცვლელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისაღიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლონური მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ატარებს სუვერენული საქართვლოსკუთვნილი ტერიტორიის უკანონო ანექსიისათვის მზადების ნიშნებს, რამაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლებების ქმედებები არ უწყობენ ხელს რეგიონშიუსაფრთხოების რთული ვითარების დარეგულირებას, დამატებით ართულებენ ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და აფერხებენ საერთაშორისოთანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.
თავის განცხადებაში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებს დიპლომატიურიინსტრუმენტების გამოყენებისაკენ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის პოლიტიკური გადაჭრის მიღწევის მიზნით, რეგიონების, რომლებიცსაქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად რჩება.
აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელებში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„ე. წ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, არაკანონიერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულმთლიანობას“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზე.
https://www.facebook.com/mfageorgia/posts/10154182348815899
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.
„ნატო არ აღიარებს 12 მარტს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“ - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში.
Statement by James Appathurai, NATO Secretary General’s Special Representative for the Caucasus and Central Asia, on the so-called elections in Abkhazia, Georgia
http://www.nato.int/cps/en/natohq/news_142228.htm
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
13 марта в 21:38 ·
» აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
„აზერბაიჯანის რესპუბლიკა არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ აღიარებს 2017 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
https://www.facebook.com/mfageorgia/posts/10154180182235899