აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის პროექტის განხილვა ზუგდიდში გაიმართა

აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა.

 

კანონპროექტის განსახილველად შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი შეირჩა, სადაც მრავლად იყვნენ შეკრებილი აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები - პედაგოგები, ექიმები, აფხაზეთის ომის ვეტერანები,  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები და სამეგრელოს რეგიონში კომპაქტურად განსახლებული სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე დევნილები.

შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა.

ავტონომიური რესპუბლიკის უმთავრესი კანონის პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეკრებილ აუდიტორიას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ.

კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია; დაისვა არაერთი მწვავე შეკითხვა, რომელიც ძირითადად ეხებოდა დაზუსტებებს  ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურათა შორის ურთიერთდამოკიდებულების  სამართლებრივი ჩარჩოების განსაზღვრის შესახებ, კერძოდ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების,  მისი გათავისუფლების, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის გადაყენების თაობაზე. გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების  ჩანაწერთან დაკავშირებით; საყოველთაო სახალხო განხილვის მონაწილეთა აზრით, უნდა იყოს „თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე“, ნაცვლად „პირველი მოადგილე და მოადგილეებისა“.

ძირითადად მოიწონეს კანონში შეტანილი ცვლილებები, ამასთან, გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები როგორც კონსტიტუციურ კანონში ცალკეული ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ, ასევე უმაღლესი საბჭოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად იმდაგვარი სამართლებრივი მექანიზმის მოსაძიებლად, რომელიც არ შეარყევს დევნილობაში უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობას და არ შესძენს რაიმე სახის სამართლებრივ სტატუსს საოკუპაციო რეჟიმს აფხაზეთში.

დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციიდან თეონა ქარდავამ, საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელმა მურმან მალაზონიამ, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორმა ოთარ შენგელიამ და სხვებმა. დევნილთა მხრიდან გაჟღერდა მწვავე რეპლიკები ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში ნეპოტიზმისა და კონფორმიზმის შესახებ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით.

კონსტიტუციური კანონპროექტთან თუ ზოგადად გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, აფხაზეთის ა.რ კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრებმა იურისტმა გიორგი ქოიავამ, აფხაზეთის მთავრობის მინისტრმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით ფაცაციამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა რამინ საჯაიამ

















































































































 

 
















































































































Print