27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის  თქმით, სამშვიდობო ინიციატივები სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, განხორციელდა  ნდობის აღდგენის 51 ჰუმანიტარული პროექტი; ქართულ-აფხაზური ერთობლივი 16  ბიზნესინიციატივა; ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, თბილსის მერი,  სახალხო დამცველი,  ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. 

გალერეა

სხვა სიახლეები