მიმდინარე
წლის 24 ივნისს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ
გამახარია უძღვებოდა.
სხდომაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2026-2029 წლების
პრიორიტეტების დოკუმენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი კონსტიტუციის
პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის მინისტრი გიორგი ძიგუა, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ ჯალაღონია, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ვასილ გონაშვილი.
საშუალოვადიანი
სამოქმედო გეგმის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ დასკვნა წარმოადგინა
თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ
ხუბუამ. მან აღნიშნა, რომ პრიორიტეტებთან დაკავშირებით გაიმართა სერიოზული მსჯელობა,
რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებიც. გამოითქვა მნიშვნელოვანი
შენიშვნები და წინადადებები. კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ნაწილობრივ
მოკლებულია რეალურ საფუძვლიან გაანგარიშებას, გარკვეული პუნქტები საჭიროებენ განმარტებასა
და დახვეწას. დამატებითი კონსულტაციების შემდეგ დასკვნა გაიგზავნება აფხაზეთის მთავრობაში
განსახილველად. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად იქნა
მიღებული.
აფხაზეთის
მომავალ კონსტიტუციაზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გონაშვილმა. მან ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო
რეფორმების ჭრილში ცენტრსა და ავტონომიას შორის გადასახადებისა და ფინანსების განაწილების
საკითხებზე. წინადადებები წარმოდგენილი იყო შვეიცარიის, ფინეთის, დანიის და იტალიის
ავტონომიური რეგიონების თავისებურებების გათვალისწინებით. აღინიშნა, რომ შემოსავლების
70-75% რჩება სწორედ ავტონომიური რეგიონების ბიუჯეტებში.
დისკუსიაში
მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები თამაზ ხუბუა,
ვახტანგ ყოლბაია, ანზორ წოწონავა, ზურაბ ჯგუბურია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია,
თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ოთარ გარმელია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა
მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.