მიმდინარე წლის 23 ივნისს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა    კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ.

საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე.

საკითხის წარდგენის შემდეგ მინისტრმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

მსჯელობისა და გამოსვლების შემდეგ დეპუტატებმა მიიღეს განსახილველი საკითხის გარშემო დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

გალერეა

სხვა სიახლეები