23 ივნისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების დაჯილდოება.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი და მედალი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა. ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა დაჯილდოებულებს, მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისთვის და თითოეული დაჯილდოებულის დამსახურებაზე ისაუბრა.

დაჯილდოებულებს გულითადად მიესალმნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, ასევე მეგობრები და კოლეგები. გამომსვლელებმა გაიხსენეს მათი მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა, აფხაზეთის საკითხებში გაწეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა, დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი ზრუნვა და მფარველობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და მედლით დაჯილდოვდა:

ამირან გამყრელიძე - გამოჩენილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საყოველთაოდ აღიარებული ორგანიზატორი, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთიდან, საქართველო იძულებით ადგილნაცვალი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური დაცვისთვის გაწეული საქმიანობისათვის, აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მაღალეფექტიანი და მწყობრი სისტემის შექმნისთვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დაჯილდოვდა:

 დალილა ხორავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს მშვიდობის ელჩი, ღირსების ორდენის კავალერი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ქართული სამოქალაქო საზოგადოების გამოჩენილი აქტივისტი, პროფესორი, სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის,  პროფესიული კადრების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, ქართული სამოქალაქო საზოგადოების გამოჩენილი აქტივისტი, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური სფეროს თვალსაჩინო ორგანიზატორი,  აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

გალერეა

სხვა სიახლეები