მიმდინარე წლის 18 ივნისს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის
შესახებ“ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის გრაფიკის
დამტკიცების შესახებ ისმჯელეს.
საკითხთან დაკავშირებით კოლეგების
წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის,
კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა,
კომიტეტებს და ფრაქციებს უკვე წარედგინათ განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც,
აგრეთვე განსაზღვრულია უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში მითითებული თარიღებიც. განხილვის
პროცედურის დასრულების შემდგომ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარედგინება დასკვნის
სახით უმაღლესი საბჭოს კომიტეტების და ფრაქციების წინადადებები.
მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ
ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,
ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ,
დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, თავმჯდომარის კაბინეტის
უფროსმა ოთარ გარმელიამ.
განხილვის შემდგომ უმაღლესი საბჭოს
წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ
რეჟიმში მიმდინარეობდა.