20 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული ადამიანების უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გულთბილად მიესალმა დაჯილდოებულებს და აღნიშნა, რომ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით აფხაზეთის მკვიდრი და იქ მოღვაწე ღირსეული ადამიანები იქნენ წარმოდგენილი დასაჯილდოებლად. მან მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულებს გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.

მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდო - საპატიო სიგელი ჯემალ გამახარიამ და ვახტანგ ყოლბაიამ გადასცეს.

დაჯილდოებულებს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ,  ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობას“  თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ.

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

რევაზ გოგოხია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მათ შორის დევნილობაში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ვილენ ალავიძე - საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ  ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, თვალსაჩინო საზოგადო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეობისთვის.

ნოდარ ემუხვარი - პროფესორი, სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის,  პროფესიული კადრების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

ოთარ შონია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებში, მათ შორის დევნილობაში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

ნუგზარ ბასლანძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მათ შორის დევნილობაში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.

თემურ ეთერია - მოზარდ დევნილთა შორის ზნეობრივი, აქტიური სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების დანერგვისა და ხელის შეწყობისთვის.

ზვიად ბულისკერია - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ბავშვთა ქირურგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

როსტომ გამისონია - „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორი, აფხაზეთიდან დევნილთა დასაქმების,  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაყოფიერი მუშაობის, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის და დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.  

ვახტანგ ჯგუბურია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მათ შორის დევნილობაში აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

ზურაბ ბუკია - სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომების შექმნისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ღვაწლისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2 სახელობითი პრემიის ლაურეატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

გალერეა

სხვა სიახლეები