მიმდინარე წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების, მათი პედაგოგებისა და სკოლების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის, მადლობისა და საპატიო სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წარჩინებულ კურსდამთავრებულებს და დამსწრე საზოგადოებას გულთბილად მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიუდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის უფროსი შერმადინ შარია, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია, მონაზონი მარიამი (ია ბაგრატიონ-მუხარანელი). მათ მიულოცეს დაჯილდოებულებს დიდი წარმატება, რომლის მიღწევა ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი და მომავალში კიდევ მრავალი წარმატება უსურვეს.
წარჩინებულ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს სიგელები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა. მასთან ერთად კურსდამთავრებულების მანტიებით შემოსვასა და სიგელების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.
ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია. ღონისძიებას ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები.