მიმდინარე
წლის 25 ივნისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა
ისმჯელეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.
კოლეგების
წინაშე მოკლე ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა. მისი განცხადებით, კანონში
ცვლილების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის 18 ივნისის
№30-ე დადგენილებით, რომლის თანახმად განხორციელდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების ლიკვიდაცია, ხოლო
ზემოთხსენებული წარმომადგენლობების უფლებამონაცვლეთ განისაზღვრა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო.
მოსაზრებები
გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.
განხილვის
შემდგომ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.