ზესტაფონში აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდევეს

31 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში, რევაზ ლაღიძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის - “100 ქართველი ქალი" დაფუძნებიდან 10 წლისთავს.

საღამოს ესწრებოდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი, მწერალი ნანა ქარდავა, აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი ქალბატონები, ზესტაფონში მცხოვრები დევნილები.

საღამომ ჩაიარა ყველსათვის თბილ და სასიამოვნო ვითარებაში. გაჟღერდა ლექსები, კლასიკური ნაწარმოებები, სიმღერები.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საღამოს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა ასოციაციის წევრებს მომავალ საქმიანობაში. ასოციაციის ზესტაფონის განყოფილების 6 ქალბატონს ჯ.გამახარიამ აფხაზეთის ავტონომიური რსპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადასცა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ჩატარებული საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მაღალი საზოგადოებრივი პოზიციისთვის.





































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions