მისმა უწიგნურმა, უთავო თავკაცებმა პროფესიად გაიხადეს უტიფრობა, უზნეობა, სიცრუე, ცილისწამება, ლანძღვა-გინება, დევნილებზე „ზრუნვის“ საფარქვეშ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ყოველივე ამის დადასტურია ვინმე სხულუხიას მიერ ა/წ 25მარტს გავრცელებული ფეიკ ნიუსი სადაც მითითებულმა წყარომაც კი დაადასტურა რომ მსგავსი არაფერი დაუწერია და მეტით გამოცემის ახალი ნომერი ჯერ არ გამოსულა. დღეს, როდესაც #დარჩისახლში ყველა ინფორმაციით საზრდოობს ქვეყნის მტრებმა დრო იხელთეს.
დღეს, როდესაც მსოფლიო ერთად იბრძის გადარჩენისათვის, საქართველოც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ცხოვრობს. ერთ მუშტად შეკრული ერი და ბერი ჯერ-ჯერობით წარმატებით უმკვლავდება გლობალურ გამოწვევას, თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მთავარი საფრთხე წინ გველოდება. ასევე მხედველობაშია მისაღები ამჟამინდელი მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში, საიდანაც საგანგაშო გზავნილები მოდის. ამ ვითარებაში ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მქონე სიცრუის შეგნებულად და მიზანმიმართულად გავრცელება, ჩვენი აზრით, არის შეგნებულად და მიზანმიმართულად ჩადენილი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ორგანიზაციას „დევნილები დევნილებისთვის“, რომლის სახელითაც გავრცელდა საზიზღარი დეზინფორმაცია, მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს მის მიერ მრავალჯერ მოტყუებული დევნილების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ორგანიზაციის ცრუპენტელა მესვეურებთან, ბატონ გიორგი გიგაურს დავესესხები - ამ რუსული „აზბუკით“ დაწერილი გვარ-სახელების მქონე პროვოკატორებთან - ვწყვეტთ ყოველგვარ კომუნიკაციას და მოვითხოვთ სამართლებრივ რეაგირებას.