სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან დევნილთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცეს


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის თანმშრომელთა ინიციატივით, გუშინ და დღეს დედაქალაქში და გარეუბნებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანთა 12 ოჯახს, უმაღლესი საბჭოს თანამშრომელთა სახსრებით შეძენილი საკვები პროდუქტები და ყოველდღიური მოხმარების ნივთები  გადასცეს.

 

ამანათებში, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, შემდეგი სახეობის პროდუქტები გადანაწილდა: პურის ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, მანანის ბურღული, მაკარონი, ვერმიშელი, ზეთი, შედედებული რძე, მარგარინი, მაიონეზი, ერთჯერადი ჩაის პაკეტი, ყავა, ორცხობილა, საპონი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, სამზარეულოს ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდები.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილთა დახმარებას გააგრძელებს და კორონავირუსის ამ საყოველთაო შემოტევის ჟამს შეჭირვებულ თანამემამულეთა თანადგომის ჰუმანური პროცესი უფრო მასშტაბურ სახეს შეიძენს.





































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions