შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების (ISHS – IGEM) საქართველოს ეროვნული  სექციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ლექსო გოგოხიასთან.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები ვირუსული პანდემიიდან გამომდინარე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეებისთვის კოორდინირებული სპეციალური დახმარების გაწევის, დისტანციური სწავლების პროექტის რეალიზაციაში ერთობლივი ჩართულობის გაფართოების, დევნილთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ცალკეულ აქტუალიზებულ თემებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. გამოითქვა მხარეების მზადყოფნა მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების მისაღწევად.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ და უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ.





































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions