ჯემალ გამახარიას განცხადება სოფელ აიბგას კრასნოდარის მხარისთვის მიკუთვნების თაობაზე


უკანასკნელი თვეების განმავლობაში მთელი მსოფლიო დაკავებულია ადამიანთა მოდგმისთვის საშიშ კორონავირუსთან ბრძოლით. შექმნილ ვითარებაში ცალკეულმა უკიდურესად რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც კი, შეიგრძნეს რა საყოველთაო საფრთხის მასშტაბები, დროებით შეაჩერეს ან შეამცირეს აქტიურობა. ერთადერთია რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ ცხრება და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას. გუშინ გახდა ცნობილი და დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმაც დაადასტურა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 2020 წლის 17 იანვრის #12 ბრძანების თანახმად მაღალმთიანი სოფლის აიბგას კრასნოდარის მხარისთვის მიკუთვნების შესახებ. შესაბამისი ინფორმცია განთავსებულია როსრეესტრის საიტზე.

 

ასეთი "წინასააღდგომო  საჩუქარი" მიართვა რუსეთმა "ერთმორწმუნე" საქართველოს, ასევე თავის "სტრატეგიულ მოკავშირეს" - აფხაზეთს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, კატეგორიულად ვგმობთ რა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების პერმანენტულად დარღვევის ფაქტს, რომელიც ამჯერად სოფელ აიბგას ანექსიაში გამოიხატა, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ადექვატურად შეაფასებს კრემლის მორიგ დანაშაულებრივ ქმედებას საქართველოს წინააღმდეგ.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions