27 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა.
პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: უმაღლესი საბჭოს წევრების თეიმურაზ მჟავიას, რაისა ქარაიას და ელგუჯა გვაზავას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისადმი მიმართვის შესახებ და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.