აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომა

16–17 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომები გაიმართა.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით, დეპუტატებმა დეტალურად განიხილეს უმაღლესი საბჭოს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი. დისკუსიაში მონაწილეებმა გაიზიარეს ყველა არგუმენტირებული შენიშვნა, მათ შორის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებული შენიშვნების ნაწილი.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი მთავარი ცვლილება   ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს.



საბოლოო ვარიანტს პლენარული სხდომის მონაწილეებმა კენჭი უყარეს და იგი ერთხმად იქნა მიღებული.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აღნიშნულ კანონპროექტს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ გააგრძელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშის განხილვა 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ; მოუსმინეს ცალკეული სამინისტროების ხელმძღვანელებს. მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის წევრებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და კრიტიკულ შენიშვნებს. შენიშვნების ნაწილი მათ მიერ გაზიარებულიქნა.

საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებმა უახლოეს სხდომებზე მოისმინონ შესაბამისი სამინისტროების ანგარიში,  დეტალურად იმსჯელონ მათი საქმიანობის შესახებ; საბოლოოდ მისცენ კონკრეტული შეფასება და რეკომენდაცია ცალკეული შენიშვნების შემდგომ მუშაობაში გასათვალისწინებლად.

უმაღლესი საბჭოს სესიის სხდომებს უძღვებოდა თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.






































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions