„55 000-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი“ – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“

„რა მწვავე თემებიც არ უნდა განიხილებოდეს, ოკუპაცია ყველაზე მთავარ პრობლემად რჩება ჩვენს ქვეყანაში’’ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ‘’მედიაცენტრ მთავარში’’ დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და იმ სტატისტიკურ მაჩვენებელზეც ისაუბრა, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებას ეხება.


როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ძირითად პრობლემად საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება რჩება, შემდეგ კი ელემენტარული საყოფაცხოვრებო საკითხების გადაჭრა.

 

დღევანდელი სტატისტიკით საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია 248 000 აფხაზეთიდან დევნილი. სულ აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობა კი დაახლოებით 400 000-ს უახლოვდება, რაც აფხაზეთის მთელი მოსახლეობის 72%-ს უდრის. ამ ადამიანთა უმრავლესობა მიმოფანტულია მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ქართველებს არ ვგულისხმობთ“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთვარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაც უჭირთ, დაახლოებით 110 000 დევნილი კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, დანარჩენი 138 000 კერძო სექტორშია მიმოფანტული, სადაც მათ ძალიან მძიმე პირობები აქვთ.

 

„დღევანდელი მონაცემებით, საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია 22 000-მდე დევნილი ოჯახი, 55 000-მდე ოჯახი კი ისევ საცხოვრებლის პრობლემის წინაშე დგას. ფართით დაკმაყოფილების ტემპი საკმაოდ ნელა მიდის და კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

ჯემალ გამახარიამ სახელმწიფო პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დევნილთა უმრავლესობას არ აქვს სახლი.

 

‘’ანტიკრიზისული გეგმა არ აჩერებს სახელმწიფო პროგრამებს დევნილთა დახმარებისთვის, თუმცა პანდემიამ  საკმაოდ შეანელა ის’’ – აღნიშნა გამახარიამ.

 

იხილეთ ბმული: http://mcm.ge/55-000-მდე-დევნილი-ოჯახი-საცხო/

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions