უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვის და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტისა და ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა"-ს ერთობლივი სხდომა გაიმართა

22 ივნისს ჩატარდა უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვის და ნდობის აღდგენის კომიტეტისა და ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის“ ერთობლივი სხდომა. განხილულ იქნა ინფორმაცია ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე რ. ცატავა, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს გალის რაიონში პანდემიასთან ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ. ვრცელი ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა  მინისტრმა ქ. ბაკარაძემ. მოხსენებაში ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაში არსებულ ობიექტურ და სუბიექტური გარემოებით გამოწვეულ პრობლემებს, სამედიცინო კადრების დენადობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად რეგულარულად უტარებს ტრენინგებს სამედიცინო, მათ შორის საშუალო პერსონალს, პრობლემად რჩება მათი კვალიფიკაციის საკითხი. რაზეც მოწმობს ის, რომ გალის სამედიცინო სტრუქტურაში მუშაობს მხოლოდ 10 სერთიფიცირებული ექიმი. ამასთან არის პრობლემები თანამედროვე დანადგარებით აღჭურვის საკითხში, რაც ძირითადად განპირობებულია იქ არსებული საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულებით აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფედერალური სტრუქტურების დახმარებისადმი. მიუხედავად ამისა, ხერხდება ზოგიერთი დაწესებულებისათვის შესაბამისი პირველადი მოთხოვნილების სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა.

მინისტრმა თავის მოხსენებაში განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ასევე იმ პრობლემების გაშუქებას, რითაც არის გამოწვეული ქვემო ბარღების, ოქუმის, მზიურის, აჩიგვარისა და ხუმუშკურის სოფლებში სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება. მინისტრის თქმით ყოველივე ეს გამოწვეულია როგორც ე.წ. ადგილობრი ხელისუფლების დამოკიდებულებით, ისე სამედიცინო კადრების შესაბამისი კვალიფიკაციისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობით. მინისტრმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის მედ-პერსონალის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე.

მინსტრმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.



სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და საკითხი მომზადდა პრეზიდიუმის სხდომაზე განსახილველად.

სხდომას ესწრებოდნენ ფრაქციის თავმჯდომარე რ. ქარაია, კომიტეტისა და ფრაქციის წევრები: ვ. კაჭარავა, ვ. ყოლბაია, თ. მჟავია, ე. გვაზავა. მოწვეული სტუმრები: მინისტრის მოადგილეები მ. ონიანი, მ. გეჯუა, აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის, საქმის წარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ნატო გრიგალაშვილი. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის უფროსი ო. ჩარკვიანი და კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნ. მიქაძე.





Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions