თამაზ ხუბუა ახლადდანიშნულ მინისტრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა აფხაზეთის ახლადდანიშნულ მინისტრებს-ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრს, ლევან თევზაიასა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ ნანა გაბელიას, შესაბამის სამინისტროებში შეხვდა.  საკანონმდებლო ორგანოს სახელით მან მიულოცა ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება და უსურვა წარმატებები. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამინისტროებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის იყოს აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია.

 

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მიმდინარე საკითხები, სამინისტროში დღეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სამინისტროს მუშაობაში ბოლო პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების შეფასებებში, მათი დაძლევისათვის ერთობლივი, პრინციპული და მკაცრი ზომების გადაუდებელი გატარების აუცილებლობაში, მხარეები ერთსულოვანნი იყვნენ.  დიალოგის პროცესში თამაზ ხუბუამ და ლევან თევზაიამ კონკრეტულად მიმოიხილეს აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრები, მხარჯავებზე დელეგირებული ასიგნებების მიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვისადმი სისტემატური, ერთობლივი მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა. კიდევ ერთხელ დაადასტურეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მზადყოფნა, რეგულარულ თანამშრომლობასა და ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებაზე პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილების შესახებ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

ბატონ თამაზ ხუბუასა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ ნანა გაბელიას შეხვედრაზე, მინისტრის აპარატის წინაშე მდგარი ამოცანების თაობაზე მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში დევნილი საზოგადოებისა და სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობის ეფექტურობის ასამაღლებლად. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იგპ-თა ქონებრივი დაცულობა, საკონმდებლო ინიციატივების გენერირება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის სწავლებისა და გადაადგილების შეზღუდვებზე, ქართული კულტურის ძეგლების დაცვის უზრუნველყოფაზე; ასევე აღინიშნა, რომ პრიორიტეტულია დევნილი მოქალაქეების  იურიდიული მომსახურების დახვეწა, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა და მინისტრის აპარატში ისეთი კადრების მოწვევა, რომელთაც საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ.  დიალოგმა ცხადყო უმაღლესი საბჭოსა და მინისტრის აპარატს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებში მიდგომათა სრული თანხვედრა.

 

საქმიან თანამშრომლობასა და აფხაზეთის პრობლემატიკის ირგვლივ წამოჭრილ აქტუალურ თემებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის აუცილებლობაზე, მხარეებმა  მუდმივი მზადყოფნა გამოხატეს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამაზ ხუბუა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდგომ,  აპარატის თანამშრომლებსაც შეხვდა.




































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions