problems clearing cache file /home/scaragov/domains/scara.gov.ge/public_html/cache/refTableSQL/49b5727bbc1d3a7405ace2ffc61f13bd SCARA - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე მინისტრის მოსმენა გაიმართა
Error
  • JFTP::delete: Bad response
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე მინისტრის მოსმენა გაიმართა
10 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით მოსმენისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელია იყო მოწვეული.

 

სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა და იგი ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

მინისტრს, რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატების შეკითხვები, რამდენიმე დღის წინ, წერილობით მიეწოდა. კითხვები ითვალისწინებდა ახალდანიშნული მინისტრისაგან ინფორმაციის მიღებას - უწყების მიერ გაწეული და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე, ხედვებსა და ამოცანებზე, დაგეგმილ პროექტებსა და გამოწვევებზე.  სხდომაზე  ნანა გაბელია ამომწურავი პასუხებით წარდგა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

 

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის

 

თავმჯდომარე  ადა მარშანიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ნუგზარ მგალობლიშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის” თავმჯდომარე რაისა ქარაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ, თეიმურაზ მჟავიამ.

 

დასასრულს, პლენარული სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, რომელმაც გაიზიარა კოლეგების პოზიცია და თავადაც დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მინისტრის მოსმენა. მან, ისევე როგორც დეპუტატებმა, ყურადღება გაამახვილა არაერთ აქტუალურ საკითხზე -  აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარების, გახლეჩილ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე. ამასთან, ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატსა და აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე მინისტრის მოსმენა გაიმართა - 10.11.2021
https://youtu.be/MqjyQ8xOuBg















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions