აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

30 ნოემბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე რეგლამენტის 108-ე მუხლის თანახმად, ინტერპელაციის წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს.

 

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას; აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ წარმომადგენლობის ქ. ზუგდიდიდან სოფ. რუხში გადატანას და მის ხელმისაწვდომობას რეგიონში მცხოვრებ დევნილთათვის; ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რაოდენობასა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით უზრუნველყოფას; დევნილთა და იძყულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებულ მდგომარეობას, ამ თვალსაზრისით სამინისტროს მიერ გატარებულ საქმიანობას; დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების საბიუჯეტო წლის ბოლომდე განხორციელებას და სხვა.

გარდა ამისა, დავით ფაცაციამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს მიერ 2021 წლის მანძილზე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. მისი თქმით, 2021 წლის მანძილზე, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის დაფინანსება, ნაცვლად 2020 წელს გათვალისწინებული დაფინანსებისა (650 050), გაიზარდა 970 000 ლარამდე. ხოლო სამინისტროს მიერ დაგეგმილმა ახალმა პროგრამებმა მოიცვა როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული შინაარსის საკითხები. ამასთან, მინისტრმა ასევე მოკლედ ისაუბრა სამინისტროს მიერ ახალი ხედვების, უწყების საკადრო პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებზე.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, რუდიკ ცატავა, ელგუჯა გვაზავა, ანზორ წოწონავა. გაიმართა საინტერესო დისკუსია.

სხდომის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.



სხდომის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ: https://youtu.be/gQmqCRJI8QU






































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions