აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოზარდებს უმასპინძლეს

3 აგვისტოს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

 

შეხვედრაზე განიხილეს იმ პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერის საკითხი, რომელთა მიზანია აფხაზეთიდან ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. მოზარდებისთვის საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო გარემოს შექმნა, სადაც ისინი თავისუფალ დროს ნაყოფიერად გაატარებენ.

ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში, საბერძნეთში კუნძულ როდოსზე ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან მოზარდების, ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიიდან (34 მოზარდი), გამგზავრების წინ, მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლეს.

მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან მოზარდებს საქართველოს პატარა ელჩები უწოდა და სთხოვა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოეყენონ დრო, რომალსაც ისინი ბანაკში გაატარებენ.

მოზარდებს სხვა მრავალი ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერას დაპირდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. მისი თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიესალმება მსგავსი პროექტების ჩატარებას.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს გადაეცათ სამახსოვრო სუვენირები.

ბანაკის ჩატარების მიზანია მოზარდებს შეუქმნან მეგობრული გარემო, სადაც ისინი შეძლებენ ახალი მეგობრების შეძენას, მიიღებენ მონაწილეობას, როგორც სპორტულ, ასევე სხვა საინტერესო ღონისძიებებში, და რაც მთავარია ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ ღვთის სიტყვა და უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ თავიანთი შემოქმედის შესახებ, ეზიარონ ქართული ნიჭისა და გენის სილამაზეს კალიგრაფიის დახმარებით.

პროექტი აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, აფხაზეთის სულიერების ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.





























































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions