ჯემალ გამახარია მარიამობას გილოცავთ


15 (28) აგვისტო  ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების დღეა

ქართული ისტორიული ტრადიციის მიხედვით, ღმრთისმშობლის მიძინება-მიცვალება კავშირშია ჩვენი ქვეყანის მოქცევასთან. სრულიად საქართველო ანუ ივერია ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა: „რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა“. საქართველოში გამომგზავრების სამზადისში მყოფი ღმრთისმშობელი უფალმა თავისთან იხმო, ხოლო ივერიაში ანდრია პირველწოდებულის გაგზავნა ურჩია: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგელვებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებელსა, და თანა წარატანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილი ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“,- ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში“.

იმ დროიდან ღმრთისმშობელი საქართველოს „მცუელი“ და მფარველია. ამით აიხსნება განსაკუთრებული თაყვანისცემა ქართველებისა მის მიმართ, რისი გამოხატულებაც არის ქვეყნის მასშტაბით წმინდანის სახელზე აგებული უამრავი ტაძარი. მარტო აფხაზეთში 1921 წლამდე 18 ასეთი ტაძარი ფუნქციონირებდა, იქიდან 9 ღმრთისმშობლის მიძინების სახელს ატარებდა. მათ შორისაა ბიჭვინთის, ლიხნის, დრანდის, მოქვის, ბედიის ისტორიული ტაძრები - შუასაუკუნეების ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერები, რომლებიც ამჟამად ოკუპანტების ხელშია...

 

ვულოცავ სრულიად საქართველოს, აფხაზეთიდან დევნილებს, ენგურს გაღმა და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების საუფლო დღესასწაულს იმ ღრმა რწმენით, რომ სწორედ დედა ღმრთისმშობლის მფარველობით საქართველო გაერთიანდება, ქართული სახელმწიფო, ქართული ეკლესია თავის დევნილ, მაგრამ ერთგულ მრევლთან ერთად აფხაზეთში დაბრუნდება...

 

ამინ!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions