ეკა ხოფერიამ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამინისტროს ანგარიში წარმოადგინა

18 ოქტომბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოუსმინეს განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

 

სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

ეკა ხოფერიამ უმაღლესი საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს მიერ 2022 წელს 9 თვის საქმიანობის მანძილზე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების თაობაზე.

მინისტრმა ისაუბრა სასწავლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებზე, სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღებულ დადებით შედეგებზე, კულტურისა და სპორტის მიმართულებით სამინისტროს მუშაობაზე.

მინისტრის მოსმენის შემდეგ მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ანზორ წოწონავამ, თემურ მჟავიამ, ადა მარშანიამ. სიტყვით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, რუდიკ ცატავა, რაისა ქარაია.

დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კრიტიკული შენიშვნები დევნილ სტუდენტებთან დაკავშირებით, რომლებსაც არ აქვთ სწავლის გადასახადის გადახდის საშუალება. მათ მოუწოდეს მინისტრს მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ მიმართულებით. შენიშვნები შეეხებოდა ასევე აფხაზეთის კაპელას და სხვა საკითხებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და დეპუტატებმა მთლიანობაში დადებითად შეაფასეს მინისტრისა და სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და დაგეგმილი ღონისძიებები.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.



















































































































































 

 

 




























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions