ჯემალ გამახარია საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გამართულ საღამოზე მოხსენებით წარსდგა

23 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იცანი’’-ს ორგანიზებით შემეცნებითი საღამოების ციკლი დაიწყო. საღამოების თემა ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პერიოდში შერაცხული წმინდანების ცხოვრებასა და ღვაწლს.

 

ერთ-ერთი ასეთი საღამო გაიმართა გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარის ეზოში. საღამო მიეძღვნა წმინდა მღვდელმთავრის ალექსანდრე ოქროპირიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომლის შესახებ შეკრებილი სასულიერო და საერო საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან ისაუბრა ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობაზე, რაც ამ დიდმა პიროვნებამ აფხაზეთიდ დაიწყო 1851 წელს და 18 წლის განმავლობაში 1869 წლამდე აფხაზეთში მოღვაწეობდა. იქ განვლო მან გზა მღვდელმონაზონობიდან ეპისკოპოსობამდე. მისი ყველზე დიდი ღვაწლი ეს არის როლი აფხაზთა განათლების საქმეში. ის იყო პირველი სკოლის დამფუძნებელი აფხაზეთში და საკუთარი სახსრებით აფხაზ ბავშვებს ასწავლიდა. ასევე სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი, რომელიც 1852 წელს გაიხსნა. ესეც პირველი სასულიერო სასწავლებელი იყო აფხაზეთში.

ჯემალ გამახარიამ ასევე ისაუბრა ალექსანდრე ოქროპირიძის მისიონერულ მოღვაწეობაზე, აფხაზთა გაქრისტიანების საქმეში მის განსაკუთრებულ წვლილზე. ათასობით ადამიანი ჰყავდა მონათლული აფხაზეთში და სარგებლობდა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით აფხაზების მხრიდან. ილია ჭავჭავაძე, რომელიც ალექსანდრე ოქროპირიძის სულიერი შვილი გახლდათ ასეთ დახასიათებას აძლევს ამ დიდი პიროვნებას, ეს არის ადამიანი, რომელიც ორ დიდ საგანს ემსახურება ეს არის ღმერთი და ეს არის სამშობლო. ასევე ილია აღნიშნავდა, რომ მისი ცხოვრება განუწყვეტელი სათნოება და ქველმოქმედება გახლავთ. სწორედ აფხაზეთში დაიწყო ალექსანდრე ოქროპირიძის მოღვაწეობა და ქველმოქმედება. ჯემალ გამახარიამ განსაკუთრებულად აღნიშნა ალექსანდრე ოქროპირიძის დამსახურება ქართული ენის გავრცელების საქმეში, რომელიც არამხოლოდ აფხზეთში, არამედ მთელ საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის გამო დაკნინებული იყო.

ჯემალ გამახარიამ ისაუბრა ამ დიდი ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა ფაქტებზე, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ღვაწლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი, არ არსებობს არცერთი ნაშრომი მისი მოღვაწეობის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოში და გურია-სამეგრელოში. ერთ-ერთ დოკუმენტში წერია მისი ანტისახელმწიფოებრივი, ანტირუსული საქმიანობის შესახებ სამეგრელოსა და გურიაში, ე.წ. ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობად მას უთვლიდნენ იქ ქართული სკოლების ფუნქციონირებას და ქართული სწავლა-განათლებას. ზემოთქმული ნათლად წარმოაჩენს ალექსანდრე ოქროპირიძის დიდ ღვაწლს ქართველი ერის და მომავალი თაობების წინაშე.



















































































































































 

 

























































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions