უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

26 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ-ნ ჯემალ გამახარიას ანგარიში თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარასა და სტამბოლში ქ-ნ ნანა კვარაცხელიასა და ბ-ნ ხვიჩა ქარდავასთან ერთად მივლინების შედეგების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე ვრცელი ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარსდგა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავის ანგარიშში კოლეგების ყურადღება მიიქცია ისტორიული მეცნიერების განვითარების და ამ თვალსაზრისით სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, ასევე გეოგრაფიული საზღვრების ურღვევობის და კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების შედეგად მიღებული წარმონაქმნების შესაბამისი სახელმწიფოების შემადგენლობაში დაბრუნების საკითხებს.

გაიმართა საქმიანი დისკუსია.































































 



































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions