27 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია წარსდგა.
წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი გადაეცეს კომიტეტებს განსახილველად.