უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული დახმარება თბილისში, გლდანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ხანდაზმულ პენსიონერებს გადაეცათ

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 28 ოქტომბერს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 20 სოციალურად დაუცველ ოჯახსა და ხანდაზმულ პენსიონერს გადაეცა, რომლებიც თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთერთ კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

დევნილებს სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ნანა შამუგიამ და გიგა შელიამ გადასცეს.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.

აქცია, რომლის ორგანიზება უზრუნველყვეს უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ და ამავე სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა შორენა მირცხულავამ, უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


















































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions