ლევან სახელაშვილის უკრაინაში დაღუპვასთან დაკავშირებით

უსაზღვროა ტკივილი და მწუხარება აფხაზეთიდან დევნილის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის, უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომლის, შესანიშნავი ახალგაზრდა კაცის ლევან სახელაშვილის უკრაინაში გმირულად დაღუპვის გამო. ის მოხალისედ წავიდა იმავე აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის, საქართველოსა და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებისათვის საბრძოლველად.

 

დარწმუნებული ვარ, უკრაინაში მიმდინარე ომი აბსოლუტურ ბოროტებასა და აბსოლუტურ სიკეთეს შორის, რომელსაც ლევანი შეეწირა, აუცილებლად სიკეთის გამარჯვებით დასრულდება, რის შემდეგაც ლევანისა და სხვა გმირების წმინდა სახელები უკვდავებაში გადაინაცვლებს.

ვუსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

 


ჯემალ გამახარია

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions