გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის გენო კალანდიას მემორიალური დაფა გაიხსნა

19 ნოემბერს გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის, უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის გენო კალანდიას მემორიალური დაფა გაიხსნა თბილისში მისი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე.

 

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი კახაბერ ძაძამია. სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, ცნობილი მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული და სხვები.

გამომსვლელებმა ისაუბრეს გენო კალანდიას შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მის მნიშვნელობაზე.

ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ძალიან გვიახარია, მაგრამ მეორეს მხრივ გენო კალანდია ძალიან გვაკლია ჩვენ და ჩვენს ქვეყანას საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას. გენო კალანდიამ უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა, რომელიც სანამ საქართველო და ქართული პოეზია იარსებებს მუდამ იქნება. მან აღნიშნა, რომ გენო კალანდია გარდა იმისა, რომ იყო პოეტი იყო დიდი საზოგადო მოღვაწე. ჩვენ გვახსოვს ის აფხაზეთში ახალგაზრდა, ენერგიული. მისი ხმა ალბათ ახლაც ისმის სოხუმის ქუჩებში. ის იყო ყველგან, სადაც ქართული საკითხი წყდებოდა. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს, მერიას, და ყველას, ვინც გენო კალანდიას მემორიალური დაფის გახსნაში წვლილი შეიტანა.

ამავე დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა მემორიალური დაფის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც უძღებოდა მწერალი-კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე, სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები პოეტის მეგობრები: ბაკურ გულუა, ვლადიმერ კახაძე და სხვები. ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.













































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions