გამახარია: რუსეთს აფხაზეთისთვის დღემდე არ მიუწოდებია ელექტროენერგია, აფხაზებს ულტიმატუმს უყენებს

რაც დღეს აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის კუთხით ხდება, გასანკუთრებულია იმით, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის დღემდე არ მიუწოდებია ელექტროენერგია, ის, რაც ენგურჰესიდან დააკლდათ, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

გამახარის თქმით, რუსეთი ცდილობს, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტურქტურა მის საკუთრებაში გადავიდეს და ამისთვის აფხაზებს ულტიმატუმს უყენებს.

„ერთ-ერთი მწვავე თემა, რომელიც აფხაზეთში განიხილება და მთელ მოსახლეობას ეხება, ენერგეტიკული კრიზისია. აფხაზეთისთვის ენერგეტიკული კრიზისი ახალი არ გახლავთ. მწავე კრიზისი 2015-16 წლიდან გრძელდება. რაც დღეს ხდება, გასანკუთრებულია იმით, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის დღემდე არ მიუწოდებია ელექტროენერგია, ის, რაც ენგურჰესიდან დააკლდათ. იცით, რომ წყლის დონე ძალიან დაკლებულია და შესაბამისად, ელექტროენერგიის გამომუშავებაც შემცირებულია. ეს ელექტროენერგია აფხაზეთს არ ჰყოფნის, გადამცემი ხაზები დიდი ხანია დაზიანებულია და აღდგენა სჭირდება, დიდი რაოდენობით ელექტროენერგია იკარგება. იმის გამო რომ ხაზები ხშირად სხვადასხვა ადგილას წყდება, ელექტროენერგია ითიშება და გრაფიკიც ვერ სრულდება.

რატომ არ მიაწოდა რუსეთმა დღემდე ელექტროენერგია აფხაზეთს, რასაც შარშან, იმის წინ აკეთდებდა – ელექტროენერგიას აწვდიდა და ამისთვის ფულს იმ საინვესტიციო ფონდიდან იღებდა, რომელსაც თავად ავსებს. რუსეთი აფხაზეთისთვის ყოველწლიურად საინვესტიციო ფონდს ავსებს. ეს რუესთის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ამ ფონდიდან საკუთარ ფულს თავადვე იღებდა. დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. საქმე რაშია: რუსეთმა უკვე კატეგორიულად დააყენა საკითხი, რომ მთელი ენერგეტიკული ინფრასტურქტურა, რაც აფხაზეთშია, რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდეს. ახლა პირდაპირ ულტიმიტუმი წამოაყენა: როცა ეს საკითხი გადაწყდება, მერე მოგეწოდებათ ელექტოენერგიაო.

რუსეთი ითხოვს, ელექტროხაზები გადაეცეს. ხაზები იმდენადაა დაზიანებული, რომ თავად რუსეთის გაანგარიშებით მის აღდგენა – რეაბილიტაციას 20 მილიარდი რუბლი სჭირდება. რუსეთი ამბობს, გავიღებ 20 მილიარდ რუბლს, რეაბილიტაცის ჩავატარებ, რადგან ამის გადახდის უნარია არ გაქვთ, ამ 20 მილიარდად სისტემას ჩემს საკუთრებაში ავიღებო. რუსეთი ასევე ვარდინლჰესებს მოითხოვს. გალის რაიონის ტერიტორიაზე 4 ვარდნილჰესი მდებარეობს. აქედან ერთი საკმაოდ მძლავრია , 220 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშვებს. 3 ვარნდილჰესი არ მუშაობს, რებილიტაცია სჭირდება. რუსეთს უნდა, რომ ეს საკუთრებაში მიიღოს, უფრო მეტიც – ენგურის ელექტროსადგურის მართვის პულტი, რომელიც გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდეს“ – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, რუსეთს სურს, შეიცვალოს ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ე.წ. კანონი, რომლის ძალითაც, ენერგეტიკული სისტემა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

„აფხაზეთს ელექტრეოენერგიის შესახებ დე ფაქტო კანონი აქვს , რომლის ძალითაც მთელი ენერგეტიკული სისტემა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და პრივატიზაციას არ ექვემდებარება. რუსეთი ამ კანონის შეცვლას და პრივატიზაციის დაშვებას ითხოვს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კანონპროექტში ასეთი ცვლილება უკვე შეიმუშავა, მაგრამ საზოგადოებისნ შიშით , იმის გამო, რომ საზოგადოება ამას აპროტესტებს, ცვლილების გახნილვა დაწყებული არაა. მოსკოვსა და სოხუმს შორის ეს ჭიდილი მიდის. რუსეთი ცდილობს, მთელი ინფრასტრუქტურა ხელში ჩაიგდოს. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ამ შემთხვევაში ელექტროენერგიისთვის რუსულ ფასებს გადაიხდიან, საფასური ათჯერ მაღალი იქნება. მთელი საზოგადოება ამის წინააღმდეგია. დე ფაქტო ხელისუფლება კი ამაზე წავიდა და აქედან გამომდინარე აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდი დაპირისპირებაა“ – განაცხადა გამახარიამ.

 

http://kvira.ge/794414

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში - 21.11.2022

https://youtu.be/8NIkEkqNIhM


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions