დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

2 მარტს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დედის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს დღესასწაული მოულოცეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის დაფასება. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს, მიულოცა დამდეგი დღესასწაული და საპატიო სიგელები გადასცა.

წარმატებულ ქალბატონებს დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

ნანა ქობალია - ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის პედიატრი

მიმოზა მიქაია - საბერიოს საუბნო საავადმყოფოს მედიცინის წარმომადგენელი

მერი ჯანგველაძე - აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

დალი მუხაძე - პოეტი, მხატვარი, ჟურნალ „იალქანის“ რედკოლეგიის წევრი

ქეთევან შენგელია - პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ქეთევან ალანია - პედაგოგი

ელზა ნემსიწვერიძე - პედაგოგი

ხათუნა შონია - პედაგოგი

ცისანა სალია - პედაგოგი

ქეთევან ჩიგოგიძე - უმაღლესი საბჭო

მიმოზა ჭანტურია - ფოთის 21-ე სკოლის პედაგოგი, პროფესორ-ასისტენტი

ნატა ხარჭავანიძე - ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი

დალი ბოკერია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ჯულიეტა პაპავა - აფხაზეთის ომის ვეტერანი

ნანა ქარდავა - საზოგადოებრივი-სალიტერატურო ჟურნალის „რიწა“ რედაქტორი

მზისადარ სახელაშვილი - რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ლევან სახელაშვილის დედა

დალი ბერულავა - თოდუას სახელობის კლინიკის ნევროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პოფესორი

თამარ ვეფხვაძე - აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის პირველი მოადგილე

მადონა დოლბაია - აფხაზეთის 21-ე სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი

ელენე სულხანიშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის ჟურნალისტი

ია შაშვიაშვილი - რუსეთ-უკრაინის ომში გმირულად დაღუპული დავით რატიანის მეუღლე

იულია ქვრივიშვილი - მადლობის სიგელი - სსიპ „საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტი“

ქეთევან შელია - ომის ვეტერანი

ირმა კიკალიშვილი - დაღუპული მეომრის მეუღლე

მარგარიტა მეტრეველი - ომის ვეტერანი

აზა შელია - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის

ქეთევან ჯგუბურია-სორდია - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის

ლალი პერტაია - პედაგოგი, გალის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მთავარი სპეციალისტი



დაჯილდოება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

https://youtu.be/MUxxltCxV4I























































































































































































































































































 

 


































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions