აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია იმერეთის რეგიონში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 3 მარტს ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.


სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 200 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც იმერეთის რეგიონში, კერძოდ დიდ ჯიხაიშში, სამტრედიასა და ვანში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ხვიჩა ქარდავამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათ შორის გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფის ცალკეულ საკითხებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ზრუნავენ რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის. საჭიროა მეტი რესურსის გამოძებნა დევნილთა დასახმარებლად. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გრძელვადიანი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება, მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობა.

აქციის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს სახელით დედის დღეს მიულოცა ყველა დედას, ყველა ქალბატონს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი თითოეული ქალბატონის ღვაწლის და თავდაუზოგავი შრომის დაფასება.

ქალბატონებს დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღვაწლისათვის თეიმურაზ მჟავიამ. ამასთან, მან მოკლედ ისაუბრა უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭო ცდილობს დაეხმაროს დევნილებს მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში, რაც მათ დღეისთვის აქვთ, მაგრამ ბევრი მატერიალური თუ სხვა ტიპის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია. უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა ეს მინიმალური ყურადღება დევნილთათვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბაქრაძემ, მერის მოადგილემ გიორგი მეიშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ, აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია იმერეთის რეგიონში განხორციელდა - 03.03.2023

https://youtu.be/0xBb-qXSQOo


















































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions