მწერალთა სახლში რაფიელ გელანტიას წიგნის „ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა“ პრეზენტაცია გაიმართა

18 მარტს მწერალთა სახლში საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის რაფიელ გელანტიას წიგნის „ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა“ პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, დეპუტატი ეთერ ასტემიროვა, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები.

ბატონმა რაფიელმა მოასწრო 640 გვერდიანი წიგნის გამოცემა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწრო მისი საზოგადოებისთვის წარდგენა, რადგან ვერაგმა დაავადებამ მას სიცოცხლე წაართვა. საღამო მიყავდა ჟურნალ „რიწის“ მთავარ რედაქტორს მწერალს ნანა ქარდავას, რომელმაც აღნიშნა, რომ რაფიელ გელანტია სწორედ ამ წიგნის გამოცემის შემდეგ გაიცნო. რადგან მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნაშრომმა, რომ გაუჩნდა სურვილი უშუალოდ გაეცნო ავტორი.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტიტე მოსია, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია მირესაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბაკურ გულუა და სხვები.

გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს რაფიელ გელანტიას ნაშრომს, გაიხსენეს ბატონი რაფიელის სკოლისა და სტუდენტობის პერიოდი. ბატონმა ტიტე მოსიამ გაიხსენა, თუ რა  საოცარ ნიჭიერებას და განათლებას ავლენდა ის სტუდენტობის დროს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე არამარტო ფიზიკისა და მათემატიკის, არამედ სხვა განხრითაც. ჯემალ გამახარიამ გაიხსენა სკოლის პერიოდი, როდესაც ბატონი რაფიელი გაიცნო. მან აღნიშნა, რომ ხშირდად ღონისძიების წინ რაფიელის ირგვლივ იკრიბებოდნენ მოსწავლეები და უსმენდნენ მას. იმდენად საინტერესო და განსხვავებულ ამბებს ყვებოდა, რომელიც არავინ არ იცოდა. ჯემალ გამახარიამ აღნინა, რომ ბატონი რაფიელი იყო გამორჩეული საჯარო მოხელე, რომელმაც ისეთი წიგნები შექმნა რომელთა გამოყენების გარეშე ვერაფერს აფხაზეთზე ვერ გაიგებ. დღესაც ჩვენ ამ წიგნებით ვხელმძღვანელობთ და ვიხედებით ყოველ წამს ამ წიგნებში. აფხაზეთში მომხდარი სხვადასხვა მოვლენებისა თუ ფაქტების შეფასება შეგვიძლია ვნახოთ მის წიგნებში. რაც შეეხება ბატონი რაფიელს როგორც პუბლიცისტს და მწერალს ეს ცალკე თემაა და დიდი მოვლენაა, რის შესახებაც აქ ისაუბრეს და მომავალშიც ბევრი დაიწერება. მან ნაშრომთან დაკავშირებით აღნიშნა, ის რაც აქ არის მოცემული ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც სამშვიდობო პოლიტიკა ქვია. ეს არის მშვიდობის ომზე გამარჯვების წიგნი, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების წიგნი. ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ის დღეს ბატონ რაფიელზე საუბრობდა არა როგორც დეპუტატი, არამედ როგორც მეგობარი. მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას ამ შესანიშნავი საღამოსთვის. მან მეგობარს როგორც ცოცხალს ისე მიმართა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ურთიერთობისათვის, თანადგომისთვის, დახმარებისა და უსიტყვო რჩევებისათვის, თანამოაზრეობისათვის. მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა რაფიელ გელანტიას მეუღლეს რიტა ცინდელიანს გადასცა რაფიელ გელანტიასთვის მინიჭებული საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის დიპლომი ქართული კულტურის ამაგდარის წოდება.

საღამოს დასასრულს ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით გამომსვლელებს იმ თბილი დამოკიდებულებისათვის და მაღალი შეფასებისათვის რაც მათ გამოხატეს თავიანთ გამოსვლებში.


მწერალთა სახლში რაფიელ გელანტიას წიგნის „ამბები კაცისა, რომელიც აფხაზეთში დარჩა“ პრეზენტაცია გაიმართა

https://youtu.be/S9bXKbswBM0





















































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions