აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა


22 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები ჩატარდა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან 30-ე წლისთავის თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

პირველ საკითხთან დაკავშირებით ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ დაწყებული იყო კანონპროექტის განხილვის პროცედურა, წამყვანი კომიტეტის დასკვნა გაკეთებულია და საკითხი მზად იყო პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შესატანად, რასაც პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მეორე საკითხთან დაკავშირებით ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც 2022 წლის დეკემბერში გახდა სავალდებულო საქართველოს კანონის მიხედვით ეს არის გენდერული თანასწორობის საკითხი. პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, კანონი არღვევს თუ არა ამ თანასწორობას. ეს დამატება, ცვლილება შეგვაქვს ჩენს კანონშიც, შესაბამისობაში მოგვყავს ჩვენი კანონი საქართველოს კანონთან ნორმატიული აქტების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.

მესამე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. მან აღნიშნა, რომ წინადადებით მიმართეს ყველა კომიტეტსა და ფრაქციას თავიანთი წინადადებები წარმოედგინათ ამ საკითხთან დაკავშირებით. რზეც წინადადებები წარმოადგინეს ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ. ჩვენ ჩვენი მოსაზრებებიც გვქონდა და  შევაჯამეთ ეს  წინადადებები და შევიტანეთ ამ გეგმაში. ამ სამოქმედო პროგრამაში შესაძლებელია სურვილისდა მიხედვით დამატებების გაკეთება. თამაზ ხუბუამ ისაუბრა კონკრეტულ ღონისძიებებზე და მათი შესრულების პერიოდზე. რის შემდეგაც პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრიზე მხარი დაუჭირეს ამ გეგმის დამტკიცებას.

პლენარულ სხდომაზე ჯემალ გამახარიამ სიტყვა გადასცა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას. მან ისაუბრა  „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის შესახებ. მან ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მიიღეს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის სესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ.

სხდომის დასასრულს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ ისაუბრა უმაღლესი საბჭოს წევრის თეიმურაზ მჟავიას ვიზიტის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკაში. როგორც დეპუტატმა აღნიშნა მას ჰონდა ძალიან რთული შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დღეს ჰქონდა შეხვედრა საქართველოს საელჩოში, ასევე სხვა შეხვედრები, რის შესახებაც შემდგომში თვითონ ისაუბრებს.

თამაზ ხუბუამ ისაუბრა მთავრობის საქმიანობის კონტროლზე და  ამ თვალსაზრისით ინტერპელაციისა და მინისტრის საათის შესაძლებლობების შესახებ გრაფიკის დამტკიცებაზე მომავალი პრეზიდიუმის სხდომაზე და ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სხდომის ბოლოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა დაბადების დღე მიულოცეს კოლეგებს ანზორ წოწონავას და ჯემალ საჯაიას.























































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions