საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა ჩატარდა



22 მარტს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე და სხვა საპატიო სტუმრები.

სხდომის უძღვებოდა ბატონი როინ მეტრეველი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი. ბატონმა როინმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გააცნო მოხსენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წაიკითხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ.

თავის მხრივ, ბატონმა ზურაბმა წარადგინა მოხსენება სახელწოდებით: „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოში სახალხო ერთიანობის აღდგენის იდეას. თავის სიტყვაში ბატონმა ზურაბმა ისაუბრა დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტების მოგვარებაში და არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაზე. მოხსენების დასასრულს, ბატონმა ზურაბმა  ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში.

ღონისძიება დასრულდა დისკუსიით, კერძოდ კი, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება დაესვათ ბატონი ზურაბისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური შეკითხვები გლობალური თუ ლოკალური პოლიტიკის შესახებ.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions